სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 155 შემთხვევა დაფიქსირდა, 164 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 155 შემთხვევა დაფიქსირდა, 164 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ კონტაქტების მოძიების მიზნით.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 243 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 27-ის  მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 94 კოვიდდადასტურებული, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 23 კოვიდდადასტურებული პაციენტია, მათ შორის ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება  აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკა, აქ 16 კოვიდინფიცირებული რჩება.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედში  38 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგოამრეობა მძიმედ ფასდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 164 კოვიდინფიცირებული ადამიანი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება – 89 პირი. რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.