სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 93 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 93 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 217 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 65 კოვიდპაციენტი, მათ შორის  შვიდის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„სენამედის“ კლინიკაში მკურნალობს 38 პაციენტი, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდპაციენტი, მათ შორის შვიდი ინფიცირებული მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალს, აქ 17 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 20 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. ხოლო სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 36 პაციენტი რჩება.

რეგიონში გამოჯანმრთელდა 93 კოვიდინფიცირებული. საკარანტინო სივრცეებში კი 93 პირი იმყოფება.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.