სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე 6 კოვიდცენტრში 165 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 48 პაციენტი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ 31 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის სამის  მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 14 პაციენტი მკურალობს. რაც შეეხება სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედს“, აქ 22 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 64 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.