სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 91 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ცხრის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 31 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 25, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი 11. ამასთან, აბაშის „ევექსის“კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს ხუთი პაციენტი. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ რჩება 19 ინფიცირებული.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 123 პირი. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები და ვაქცინაციის პროცესი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.