სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 221 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 221 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 224 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდდადასტურებული, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ამასთან, „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  14 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის ორის მდგომარეობა მზიმედ ფასდება.

რაც შეეხება აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკას, აქ 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 40 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 221 ინფიცირებული. რეგიონის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 20 პირი.

რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.