სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 113 ადამიანი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 113 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 113 ადამიანი. თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო ზედამხედველობა მოეხსნა 817 ადამიანს. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში რეგიონის მკვიდრი 299 ადამიანი იმყოფება.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 49 ადამიანი რჩება. რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, მკურნალობას დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით განაგრძობს ერთი პაციენტი. 50 წლამდე ქალს განმეორებითი ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. პირველ შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო მეორე პასუხი დადებითი. რამდენიმე დღეში პაციენტს მესამედ ჩაუტარდება ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი იქნება უარყოფითი ის გამოჯანმრთელებულად ითვლება და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს.