სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია განცხადებას ავრცელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია განცხადებას ავრცელებს.

ლევან შონია მადლობას უხდის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და იმედი აქვს, რომ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისი გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პოსტზე ოთხ წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია. გასული ოთხი წლის განმავლობაში, რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხადო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გუნდისთვის არა ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს რომელთა თანადგომასა და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია.

წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს, იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის. მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად“, – აღნიშნულია ლევან შონიას განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი