სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითიზოლაციაში 62 ადამიანი, კარანტინში კი, 206 მოქალაქე იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითიზოლაციაში 62 ადამიანი, კარანტინში კი, 206 მოქალაქე იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 62 ადამიანი მოქალაქე იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, მათ შორის ზუგდიდში თვითიზოლაციაშია 10 მოქალაქე, აბაშაში – 15, სენაკში – 5, მარტვილში – 9, წალენჯიხაში – 4, ჩხორიწყუშუ – 2, ხობში – 6 და ფოთში – 11 ადამიანი.

თვითიზოლაციის ვადა 657 მოქალაქეს ამოეწურა.

რეგიონის კარანტინის სივრცეებში ამ დროისთვის 206 მოქალაქე იმყოფება.