სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ხასაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ხასაია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი აკაკი ხასაია დაინიშნა.

აკაკი ხასაია ამ დრომდე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. 2015 წელს აკაკი ხასაია უკვე იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, თუმცა ის მაშინ თბილისში, გლდანი – ნაძალადევის სამმართველოში გადაიყვანეს.

აკაკი ხასაია დაიბადა 1979 წელს, გალში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მერაბ წურწუმიას მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.