სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ავთანდილ გალდავა უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ავთანდილ გალდავა დაინიშნა.
ავთანდილ გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მანამდე თბილისის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში მუშაობდა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროს ნიკოლოზ დიასამიძეს, ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.
იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში, ჯერ ცნობილი არ არის.