სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ჟიული შარტავა დღეს 77 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.