სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეს დღეს 68 ადამიანი დატოვებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეს დღეს 68 ადამიანი დატოვებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეს დღეს 68 ადამიანი დატოვებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინში მყოფი 68 პირიდან 65-ის პასუხი უარყოფითია. ელოდებიან სამი პირის პასუხს, რის შემდეგაც ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს.

ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ გუშინ 129 პირს ჩაუტარდა ტესტირება. მათგან 111 პირის პასუხი ცნობილია. 109 უარყოფითია და ორ მცირეწლოვანს, რომლებიც თეთრიწყაროს კლასტერის კონტაქტებიდან არიან, „კოვიდ 19“ დაუდასტურდათ. ინფიცირებული ბავშვები უკვე გადაიყვანეს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში.

დღეს რეგიონში 80-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება. ესენი არიან პაციენტები ცხელების ცენტრებიდან, საკარანტინო სივრცეებიდან, ასევე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მედიკოსები.