სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 95 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 95 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 95 პირი იმყოფება, აქედან 20 ზუგდიდში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციის დარღვევის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, გუშინ მახინჯაურში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ ისაუბრა.

„იზოლაციაში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან. მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. ექვსი ადამიანი პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანეს სავალდებულო კარანტინში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, როცა საფრანგეთიდან ჩამოსულმა დაარღვია თვითიზოლაციის წესი. ის სამართალდამცველებმა იძულებით კარანტინში მოათავსეს“, – აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.

ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჯერჯერობით საკარანტინო ზონა მოწყობილი არ არის.