სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 84 ადამიანი რჩება

10:24, 09.04.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 84 ადამიანი რჩება, ხოლო 692 პირს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 277 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, იქ 73 ადამიანია მოთავსებული.

მსგავსი