სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი რჩება.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო სივრცეში 27 პირია გადაყვანილი.

თვითიზოლაციის ვადა გაუვიდა 55 ადამიანს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ გააცნო.

მისი თქმით, მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ადამიანი იმყოფება. ისინი ტურისტები არიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.