სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 285, ხოლო კარანტინში 162 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 285, ხოლო კარანტინში 162 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 285 პირი რჩება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთაგან 81 მოქალაქე ზუგდიდში, სენაკში 45, აბაშაში 34, ხობში 29, მარტვილში 26, ჩხოროწყუსა და ფოთში 25-25, წალენჯიხაში 19, ხოლო მესტიაში ერთი პირი იმყოფება.

კარანტინში რჩება სულ 162 პირი. მათგან ზუგდიდში 67, მარტვილში 28 მოქალაქე, წალენჯიხაში 24, ჩხოროწყუსა და ფოთში 12-12, აბაშაში 11; ხობში ხუთი; მესტიაში ორი, სენაკში კი ერთი პირი იმყოფება.