სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 228 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 228 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა და ამჟამად თვითიზოლაციაში 228 პირი იმყოფება.

920 მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ამ დროითვის 70 პირია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, რეგიონის მასშტაბით ერთი პირი დაჯარიმდა.