სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 131 მოქალაქე იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 131 მოქალაქე იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი და დღევანდელი მონაცემებით, 131 შეადგენს. 830 ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო.

რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 299 ადამიანია გადაყვანილი. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანი რჩება.

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ კოვიდინფიცირებული ერთი ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. 50 წლამდე ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს განმეორებით გაიგზავნება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი ბინაზე გაეწერება.