სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 119 ადამიანი იმყოფება, 299 ადამიანი კი, კარანტინში რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 119 ადამიანი იმყოფება, 299 ადამიანი კი, კარანტინში რჩება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 119 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მკვიდრი 299 ადამიანი კი, კარანტინში რჩება.

მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემები ასეთია: ზუგდიდში კარანტინში 117 ადამიანია, თვითიზოლაციაში-29; აბაშა კარანტინში -18 , თვითიზოლაციაში – ცხრა; სენაკში კარანტინში-12, თვითიზოლაციაში -26; ხობში კარანტინში- 16, თვითიზოლაციაში- 27; წალენჯიხაში კარნატინში – 56, თვითიზოლაციაში – ერთი; ფოთში კარანტინში 22, თვითიზოლაციაში -33; მარტვილში კარანტინში – 31, იზოლაციაში – ხუთი; მესტიაში კარანტინში ორი ადამიანი იმყოფება, ჩხოროწყუში 14; ამ მუნიციპალიტეტებში თვითიზოლაციაში პირები არ არიან.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი 46 ადამიანი რჩება. დღეს იქნება პასუხები ლუგარის ლაბორატორიაში ხობისა და სენაკის ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილ სამი ადამიანის კვლევებზე.