სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მოწყობა დასრულდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მოწყობა დასრულდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  საკარანტინო სივრცეების მოწყობა დასრულდა.

აღნიშნულის თაობაზე სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ანაკლია-განმუხურში სამ სასტუმროში მოეწყო საკარანტინო სივრცეები, სულ 138 ადგილით.

აღნიშნულ საკარანტინო ზონაში უკვე გადაყვანილია 30 ადამიანი.

გარდა ამისა, ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო მესტიაში, სადაც ორი ადამიანია მოთავსებული.

მისივე თქმით, რეგიონში პირველადი მოხმარების საგნებითა და პროდუქტებით მომარაგების პროცესში პრობლემები არ არის და არც იქნება.

ამასთან, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში პრობლემებს ქმნის დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალები და ქელეხები.

მან მოსახლეობას მოუწოდა, საგანგებო მდგომარეობის წესები დაიცვან.

უახლოეს მომავალში საქალაქთაშორისო ავტოსატრანსპირტო საშუალებების გადაადგილებაზე რეგიონში კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღებაა დაგეგმილი.