სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 23 ტესტის პასუხს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 23 ტესტის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 23 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

მათ შორის, სენაკის საავადმყოფოს მედიკოსებს პროფილაქტიკის მიზნით უტარდებათ ტესტირება.

როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 191 ადამიანია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია, ვადის გასვლის გამო, მოეხსნა 853 ადამიანს. რეგიონის საკარანტინო სივრცეში 87 ადამიანია.