სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ გაიტესტა 437 ნიმუში. გამოვლინდა რვა ახალი შემთხვევა. ორი ეკუთვნის სენაკელი ქალბატონის კონტაქტებს. ასევე სამი ინფიცირებულია ფოთში. ორი შემთხვევა საბერიოს კლასტერია და ერთი არის კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი, რომელიც დედასთან ერთად გადმოყვანილია აფხაზეთიდან“, -განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.