სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. სულ რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 291 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 31-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 153 კოვიდინფიცირებული, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,  85 ინფიცირებული კი საშუალო სიმძისაა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 31 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში  28  პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეებში იმყოფება  108 პირი. ამასთან, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.