სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია, ისინი ძირითადად ერთი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ. რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი. გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სულ რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 294 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 155 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის 85 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის რვა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, ხოლო ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში – 32 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს; აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 28 კოვიდინფიცირებული პაციენტია; რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება – 119 ადამიანი.