სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ინფიცირებულთა უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. უცნობი წყაროების დასადგენად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 277 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ შორის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 135 პაციენტი რჩება, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი ჟანგბადსამოკიდებულნი არიან.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 123 ადამიანი. კოვიდცენტრებს თვითდინებით მიმართა შვიდმა ადამიანმა.