სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ ინფიცირების წყაროების დასადგენად.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 145 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 34 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 93 კოვიდინფიცირებული ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცლებს.