სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 192 კოვიდინფიცირებული პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 192 კოვიდინფიცირებული პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია, ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 295 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 156 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. საშუალო სიმძიმის კი 70 პაციენტი. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება – 39 კოვიდდადასტურებული პაციენტი მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმის რვა. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტის მდგომარეობა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 32 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას , მათ შორის 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა – 192 ადამიანი.  რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 113 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული ადამიანი.