სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში არსებულ ექვს კოვიდკლინიკაში 184 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუხის კლინიკაში იმყოფება – 55 კოვიდინფიცირებული, მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობს – 35 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 34 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 55 კოვიდდადასტურებული პირი.