სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. მათივე ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 184 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 52 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენამედისკლინკაში მკურნალობის კურსს გადის 35 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში – 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 55 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.