სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 110 ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 110 ინფიცირებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 110 და გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 263 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 18 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 133 კოვიდპაციენტი;

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდპაციენტი;

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 25 პაციენტი;

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი;

სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი, 12 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 11 ინფიცირებული პირი.

რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი – 55 წლის მამაკაცი, რომელიც რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

დატოვე კომენტარი