სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 255 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 255 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 286 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 38 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 121 კოვიდპაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმისაა, 11 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის კლინიკა სენამედში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 25 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა.
აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 21 კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედში“ – 40 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 255.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 47 ადამიანი.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი; სამტრედიის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა 81 წლის კოვიდდადასტურებული პაციენტი, ხოლო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში 88 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი.