სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 142, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 142, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტებია.

მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 217 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 64 კოვიდინფიცირებული, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში მოთავსებულია 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 16 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 26 პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 34 კოვიდინფიცირებული რჩება.

რეგიონის მასშტაბით 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 39 ადამიანი. კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი ადამიანი – 67 წლის, ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.