სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 103 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში იმყოფება 34 პაციენტი, ფოთის კლინიკაში 38, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ხუთი, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 12. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 14.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 115 პირი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.