სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში​ კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობას აგრძელებს 82 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის მძიმეა ათი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. რუხის კლინიკაში იმყოფება 29 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში  ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“15 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა  ხუთი კოვიდინფიცირებული. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 108 პირი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.