სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 და გარდაიცვალა ორი ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 და გარდაიცვალა ორი ინფიცირებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 და გარდაიცვალა ორი ინფიცირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში 288 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 20 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 176 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 24 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში რჩება რვა ინფიცირებული.