სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს  რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა.

მისი თქმით, სულ 684 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხია ცნობილი და მათგან 91 პასუხი დადებითია.

„რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.  შპს ფოთის ტექსტილში განხორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, რომელიც კლინიკა ევექსის მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება. ასევე, ერთი შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა ოთხი პაციენტი, მათგან ორი გურიის რეგიონიდან არის, ერთი ფოთის მაცხოვრებელია და ერთი აჭარის რეგიონიდანაა. რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ორი ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, ექვსი ზუგდიდელია და ორი ხობის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.