სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ოთხ კოვიდცენტრში 176 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 70 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 28, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 38.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 110 პირი.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 18 კოვიდინციფირებული.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი.