სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 84  პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 84 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გასული დღეღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტები არიან. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

სულ რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 184 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 58 პაციენტი, მათგან  ხუთის მდგომარეობა მძიმეედ ფასდება. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 31 კოვიდდადასტურებული, მათ შორის 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში მკურნალობს 40 პაციენტი, მათ შორის  ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში ცხრა კოვიდინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი – 21.

დღის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 56 პირი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.