სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მკვიდრი, რომელიც რუხის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 182 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 72 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 28. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 38.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში რჩება 79 პირი.