სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 146 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 146 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 74 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულები ძირითადად ადრე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.  რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდცენტრში 283 პაციენტი მკურნალობს, მათგან 28-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ცხრა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 80 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ რჩება -39 კოვიდპაციენტი. მათ შორის საშუალო სიმძიმისა 8, მძიმეა 5 პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 42 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალს, ამ ეტაპზე 30 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 25 ინფიცირებული რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 146 კოვიდინფიცირებული. ამასთან, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 116 მოქალაქე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა.