სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 171 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 212 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 80 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედისკლინკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 18 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედში“ 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 55 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა.