სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 57 შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში, ოთხი – ფოთში, სამი – სენაკში, ერთი – ხობში, ერთი – წალენჯიხაში, ერთი – ჩხოროწყუში, ერთი – აბაშაში და ერთი – ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა.
ამასთან, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინე სივრცეში სულ 177 ადამიანი იმყოფება.