სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 37 ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 37 ინფიცირებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 279 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 28 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 168 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 24 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 48 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 37 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება ცხრა ინფიცირებული.