სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 86 და გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 266 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 59 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 138 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკშია – 28 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 60 პაციენტი, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 12 ინფიცირებული.