სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შემთხვევები ძირითადად ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია, ოჯახის წევრები, ერთი სამსახურის თანამშრომლები. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები კონტაქტების მოსაძიებლად.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 144 კოვიდ დადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 80 პაციენტი კი საშუალო სიმძიმისაა. ყველა მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს.
ამასთან, სენაკის კლინიკა „სენამედში“ 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 140 პაციენტი, გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი.