სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 95 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 31 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 33 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ხუთი აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – ათი , სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 16.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 133 პირი.