სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირების უცნობი წყაროების კონტაქტების დადგენა. რეგიონის მასშტაბით ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 85 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 80 ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.