სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 269 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 158 კოვიდინფიცირებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტებია, რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოსაძიებლად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდ-ცენტრში სულ მკურნალობის კურსს გადის 287 ინფიცირებული, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში მკურნალობს156 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 კი საშუალო სიმძიმისაა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდდადასტურებული, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 98 ადამიანი იმყოფება.