სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 80 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი – საშუალო სიმძიმის. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ. პაციენტთა მკურნალობა სპეციალურად გაწერილი გაიდლაინებით მიმდინარეობს.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ამასთან, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში ორი ადამიანი გარდაიცვალა. 72 და 78 წლის პაციენტებს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეებში 120 ადამიანი იმყოფება.