სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 87 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 31 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 26, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – რვა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – შვიდი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 15. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში რჩებ 102 პირი.